ფილმი ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში"

20 იანვარს მკითხველთა კლუბი ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში" ფილმის სანახავად შეიკრიბა. განიხილეს მსგავსება წიგნსა და ფილმს შორის, მოიყვანეს ისტორიული ფაქტები და პარალელი გაავლეს იმდროინდელ სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.ფილმის დასრულების შემდეგ კლუბის წევრები ემოციით იყვნენ დატვირთული და საკმაოდ დადებითად შეაფასეს ფილმი. მოკლე მიმოხილვა: მარკ ჰერმანმა ფილმი გადაიღო ამავე სახელწოდებს მქონე ირლანდიელი ჯონ ბოინის ნოველის მიხედვით. მთავარი როლის შემსრულებლებო: ასა ბატერფილდი, დევიდ ტიულისი, ვერა ფარმიგა, ჯეკ სკენლონი და რუპერტ ფრენდი. ფილმი გადაღებულია ბუდაპეშტში. ფილმში წარმოდგენილია ორი უდანაშაულო ადამიანის თვალით დანახული, მეორე მსოფლიო ომის დროს, საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული ტრაგედია. ამასთან ერთი ცხრა წლის ბრუნო საკონცენტრაციო ბანაკის უფროსის შვილია, ხოლო მეორე მისი თანატოლი ებრაელი პატიმარი ბიჭი.