Posts

Showing posts from February, 2018
Image
      2018 წლის 24 თებერვალს მკითხველთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ. განიხილეს დანიელ პენაკის ავტობიოგრაფიული წიგნი ,,სკოლის სევდა". წიგნი მოგვითხრობს ავტორის ცხოვრების იმ პერიოდებზე, რომლებიც მან სკოლაში გაატარა ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ, როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა.   ,, სკოლის სევდა" აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები ,რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში. ეს ყველაფერი მოთხრობილია უშუალოდ, მსუბუქი იუმორით, რაც ,ყველაფერთან ერთად, წიგნს საოცრად სასიამოვნო წასაკითხს ხდის.