Posts

Showing posts from November, 2017
Image
      2017 წლის 18 ნოემბერს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის #1 საჯარო სკოლის თვითმმართველობის მიერ იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ მკითხველთა კლუბის წევრები: დიანა გოჩიტიძე, ქრისტინა ლორთქიფანიძე, მარიამ ნაკაშიძე, ლუკა დოლიძე,ლაშა ხონელია,ნიკა დიასამიძე. აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.
Image
       2017 წლის 11 ნოემბერს კლუბის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ამჯერად, კლუბის წევრებმა ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" უკვე ეკრანიზაციის სახით იხილეს, გააცოცხლეს პერსონაჟები, იმსჯელეს ფილმსა და წიგნს შორის მსგავსება-განსხვავებებზე და რადიკალურად განსხვავებული აზრი გამოხატეს. ნიკოლოზ სანიშვილმა 1964 წელს გადაიღო ნოველის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი. ამ ფილმისთვის შეიკრიბა ცნობილ მსახიობთა გუნდი: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), ნუგზარ სარია (ონისე). "ინტელექტის" წევრებმა აგრეთვე წაიკითხეს ესეები მატეო ფალკონესა და ხევისბერ გოჩაზე. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს.                                            მატეო ფალკონე-სამართლიანი მკვლელი?        ალბათ, გაგიკვირ...

,, ილია ჭავჭავაძე-ერის მამა"

Image
           2017 წლის 8 ნოემბერს გაიმართა ილია ჭავჭავაძის მუზეუმისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის ერთობლივი ლიტერატურულ-კომპოზიციური საღამო                                                       ,, ილია ჭავჭავაძე-ერის მამა" ღონისძიება მიეძღვნა მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების 180-ე წლისთავს. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ კლუბის წევრები. გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივის" პერსონაჟები და წაიკითხეს ლექსები მწერლის შემოქმედებიდან.