2017 წლის 11 ნოემბერს კლუბის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ამჯერად, კლუბის წევრებმა ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" უკვე ეკრანიზაციის სახით იხილეს, გააცოცხლეს პერსონაჟები, იმსჯელეს ფილმსა და წიგნს შორის მსგავსება-განსხვავებებზე და რადიკალურად განსხვავებული აზრი გამოხატეს. ნიკოლოზ სანიშვილმა 1964 წელს გადაიღო ნოველის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი. ამ ფილმისთვის შეიკრიბა ცნობილ მსახიობთა გუნდი: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), ნუგზარ სარია (ონისე). "ინტელექტის" წევრებმა აგრეთვე წაიკითხეს ესეები მატეო ფალკონესა და ხევისბერ გოჩაზე. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს.





































                                         მატეო ფალკონე-სამართლიანი მკვლელი?
       ალბათ, გაგიკვირდებათ, რატომ მივიდა ჩემი საქმე შვილის მკვლელი მამის, მატეო ფალკონეს, განკითხვამდე. ღმერთს მადლობა ამ ფრაზას რეალურ ცხოვრებაში არ ვხვდებით. იგი ერთობ შემაძრწუნებელი და აღმაფრთოვანებელიც გახლავთ. შემაძრწუნებელი გასაგებია, მაგრამ რატომ აღფრთოვანებული? თქვენი აზრით, სამყაროში ბევრ ისეთ მამას ნახავთ, რომელიც მიზეზით თუ უმიზეზოდ, საკუთარ სისხლსა და ხორცს, გვარის გამგრძელებელს, ყოველგვარი ემოციისა და თვალის დახამხამების გარეშე ბოლოს მოუღებს? რაღაც ასე არ ვფიქრობ. მაშ, მატეო ფალკონე სამართლიანი მკვლელი იყო თუ ცივსისხლიანი მამა?
         თუკი პარალელს ქართულ ლიტერატურაში გავავლებთ, რაც ლიტერტურისათვის დამახასიათებელია, შეიძლება, მაგალითად ავიღოთ ხევისბერი გოჩა, რომლის გადაწყვეტილების სამართლიანობა-უსამართლობის დამტკიცებაში, დარწმუნებული ვარ, ხალხის აზრი ორად გაიყოფა.  ახლა მივუბრუნდეთ მატეო ფალკონეს, რაშიც რატომღაც ეჭვი არ მეპარება, რომ მის საქციელში ერთი მისხალი სამართლიანობა ვინმეს დაენახოს. დიახ, ჩემი პასუხი გამოიცანით, მატეო ფალკონე ცივსისხლიანი მამა. შეუძლებელია მას ადამიანი ეწოდოს, ვინაიდან თავის კაცობასა და რეპუტაციაზე ზრუნვის დროს, თავისივე საქციელით დაკარგა ის, რაც ყველა კაცს ასულდგმულებს, ადამიანობა. ან იქნებ, სხვანაირად მამობა, კაცობა, სულიერება ვუწოდოთ. მან სული დაკარგა, რადგან მიწას უსულდგმულოდ მიაბარა ბავშვი, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო დამნაშავე. მოღალატის რეპუტაცია კი, რომელიც თითქოს პატარა ბიჭმა თავისი პრაგმატული ქცევით მოუტანა ოჯახს, თვითონვე შეიქმნა, სწორედ მაშინ, როცა თავის სისხლს უღალატა, ამ დროს მან არამხოლოდ შვილი, საკუთარი თავიც და კაცობაც მოკლა მასში. მან დაამტკიცა, რომ საზოგადოების აზრი ბევრად ღირებული იყო, ვიდრე ოჯახი, სახლი. მე კი შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ადამიანი სწორედ მაშინ კარგავს ყველაფერ ღირებულს, როცა მისთვის მნიშვნელოვანზე ძვირფასი სხვისი აზრი ხდება, სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა კი მას თავისუფალს კი არ ხდის, მარიონეტად აქცევს.

         და ამ ყველაფრის შემდეგ, თუკი გადაწყვეტთ შვილის მკვლელ მამას (ალოგიკური მიზეზის გამო) მხარი დაუჭიროთ, დარწმუნდით, რომ ემპათიის შეგრძნება შემოგრჩენიათ, რომ სწორედ განსაჯოთ, გააკეთებდით კი ზუსტად იმავეს მის ტყავში რომ ყოფილიყავით?

                                                                                                                                  ანა მარკოიძე  
   ალექსანდრე ყაზბეგის - ხევისბერი გოჩა
ხევისბერი გოჩა ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია. იგი თავის ერთადერთ შვილზე შეყვარებული მამა, თემის წინამძღოლი და უზენაესი მსაჯული იყო და, ვფიქრობ, სამივე შემთხვევას თავს მშევნივრად ართმევდა იმდროინდელი გადმოსახედიდან, მაგრამ მარადიული კითხვა, იყო თუ არა ხევისბერი გოჩა სამართლიანი თავისი შვილის მიმართ, დღესაც აქტიურად განიხილება.
ხევისბერი გოჩა ასამართლებდა ერთადერთ შვილს, რომელიც ძალიან უყვარდა და იმდენად კარგად იცნობდა, რომ თვალებში ერთი ჩახედვითაც კი ხვდებოდა ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ხევისბერმა იცოდა შვილის გრძნობების შესახებ და ამიტომაც უმეოროდებდა ,,გახსოვდეს ვისი გორისა ხარ-ო".
ძალიან რთულია სიბრაზის გაკონტროლება, მით უმეტეს, როცა გაქვს ძალაუფლება, რომელიც ყველასთან ერთნაირად უნდა გამოიყენო, ბუნებრივია, იქ შვილი თუ ჩვეულებრივი მოხევე არ უნდა გაარჩიო, მაგრამ ხევისბერი სიბრაზემ იმდენად დააბრმავა, რომ  შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა.მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ გავამართლებდი ამ საქციელს, რომ არა ის ტრადიციები, რომლებიც იმდროინდელ ხევში არსებობდა,
რეალურად ონისეს დანაშაული იყო ის, რომ გატეხა ძიძიასთან დადებული ფიცი და უღალატა მოვალეობას, რამაც ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია გოჩას განრისხება, რამაც შემდგომ ფატალურ შედეგამდე მიიყვანა.
ჩემი აზრით, გოჩა მართალი იყო წინამძღოლისა და უზენაესი მსაჯულის გადმოსახედიდან, რადგან იგი წლების განმავლობაში სამართლიანად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და არც ონისე იყო გამონაკლისი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ხევისბერის შვილი იყო.
                                                                                                                                   მარიამ ირემაძე

ალექსანდრე ყაზბეგის - ხევისბერი გოჩა  

ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ კითხვა როცა დავასრულე, ბუნებრივია, დამებადა კითხვა, მართებული იყო თუ არა ხევისბერის გადაწყვეტილება და მოეკლა უნდა თუ არა ხევისბერს საკუთარი შვილი, ონისე!?ბევრი ფიქრის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ხევისბერი მართალი იყო. მსჯელობისას შენი აზრი უნდა დაიცვა, დაამტკიცო, რომ მართალი ხარ და მეც შევეცდები ჩემი მოსაზრება არგუმენტებით გავამყარო.
პირველ რიგში,ჩვენ ამ საკითხს უნდა მივუდგეთ და ვიმსჯელოთ, როგორც მე-19 საუკუნის მთიელმა და არა ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრებმა თინეიჯერმა, რომლისთვისაც ყველაფერი ასე მარტივია. გოჩა „ხევისბერი“ იყო, ხალხის და თემის წინამძღვარი და ის ხევისბერი, რასაკვირველია, ასე უბრალოდ ვერ გახდებოდა. ხევისბერად შემთხვევით ვერ ხდებოდნენ, ხევისბერად საუკეთესოს ირჩევდნენ, ვისაც ანდობდნენ მთელ ხევს, მთელ თემს, ვისი იმედიც ექნებოდათ ლხინში, ჭირსა და ომშიც, ვის სამართლიანობაში, ვაჟკაცობასა და სიტყვის ძალაშიც ეჭვი არ შეეპარებოდათ და ასეთი თვისებებით შემკული გოჩა დადგა დილემის წინაშე. დარწმუნებული ვარ, მისთვის მარტივი არ იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება,შვილის გაწირვა, თუმცა გოჩამაც და ონისემაც კარგად იცოდნენ მთის წესი და კანონი, რომ დამნაშავეს ყოველთვის თავისი მიუზღვის და დანაშაული დაუსჯელი არ რჩება.
აქედან გამომდინარე, გოჩა მივიდა იმ დასკვნამდე, რაც ჩვენ ასე გვაღიზიანებს და მკაცრად მიგვაჩნია. შეიძლება გოჩას განაჩენი იმ დროსაც გამხდარიყო განხილვის საგანი, მაგრამ ონისეს დანაშაული, მეგობრისა და საშობლოს ღალატი, ყველა დროში მიუღებელია და უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.
ნიკა დიასამიძე

  მორალური მართლმსაჯულების ფენომენი მრავალმნიშვნელოვანია. მისი არსი განისაზღვრება პიროვნების არჩევით. პიროვნება მორალური მართლმსაჯულების სისტემაში მთავარი ფიგურაა. ოდითგანვე ადამიანური საზოგადოება ყალიბდებოდა ტრადიციების, ჩვევების, დაწერილი თუ დაუწერელი წეს-კანონების მიხედვით. ასეთი პიროვნება  იყო ხევისბერი გოჩა. ხევისბერი, რომელმაც თავისი სიცოცხლე ხალხის კეთილდღეობას მიუძღვნა. როდესაც იწყებ ხალხისთვის მოღვაწეობას, იქ საბოლოოდ ესმევა წერტილი შენს ცხოვრებას. გვერდზე  უნდა გადადო პირადი და იფიქრო ერთზე, თემზე , რომელიც გაფართოებული თვალებით შემოგცქერის და შენგან შველას ელის. იწყებ ხალხზე ზრუნვას, ადგენ წესებს, კანონებს მათივე საკეთილდღეოდ და სასტიკად უსწორდები მათ დამრღვევებს. დაარღვია ერთმა - მოკალი, მეორე  -დააქვრივე,  მესამე - თემიდან მოკვეთე, მეოთხეს -ბავშვები დაუობლე. მოვიდა დრო,  როდესაც ათასი კაცის ფეხწამოკრულმა ქვამ შენ შვილსაც დაუცდინა ფეხი. დაუცდინა და დიდ, შავ ორმოში მოისროლა. რა ვქნათ, უნდა დაისაჯოს ?
ალბათ, ასე არუნდა მომხდარიყო.. რადგან ისეთი პიროვნების შვილი ხარ,  როგორიც ხევისბერი იყო. ერთი არასწორი

ნაბიჯიც არ გეპატიება და  ამხელა შეცდომის პატიება,

მე თუ მკითხავთ- სასაცილოა.
ადამიანები იხოცებიან. ცხოვრებაში ყველა თავის წილ სახელს
ტოვებს   დროებით თუ ხანგრძლივად. არა აქვს მნიშვნელობა ვიწრო წრეში რჩება, თუ ფართო ასპარეზზე გამოდის მათი სახელები,  ბოლოს მაინც ქრება. არსად მიდიან იდეალები. აბა ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ ადამიანების გულებში  - ერთი წელი? ხუთი ? თუ ორმოცდაათი? სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ საქმე ისე არ უნდა გაიხადო,  რომ შენი სიკვდილი და შენი ცუდი სახელი საუკუნეების მანძილზე ექოსავით ესმოდეს გაბეჩავებულ საზოგადოებას. 
ონისე კი შეცდა. მას ორმაგი პასუხისმგებლობა ჰქონდა,
 რადგან ხევისბერის შვილი იყო  და თუ დააშავა დასჯილიყო  უნდა  კიდეც. ~
ონისე ხომ მხოლოდ საამაყო კაცის შვილი იყო და რატომ
არ უნდა ეგო პასუხი საკუთარ შეცდომებზე მაშინ , როცა ძე ღვთისა მოგვევლინა და პასუხი აგო ხალხის ცოდვებზე?
არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ შენ. ყველას გვაქვს ვალდებულება
პასუხი ვაგოთ საკუთარ შეცდომებზე. ვინც აშავებს, იმას ყოველთვის, ყოველთვის მოეკითხება იქ,  სადაც ყველა თანასწორია. 
როდესაც იბადები,  ყველა იცინის,  მაშინ, როცა შენ ტირი. იცხოვრე ისე,  რომ როდესაც მოკვდები,  ყველა ტიროდეს,  შენ კი იცინოდე.
ანანო დაისამიძე

 მართალი იყო თუ არა ხევისბერი გოჩა?

    ხევისბერი გოჩას წაკითხვის შემდეგ ყველას უჩნდება კითხვა: მართალი იყო თუ არა ხევისბერი. ხალხთა აზრი ორად იყოფა. პირველი ნაწილი ფიქრობს,რომ გოჩა არასწორად მოიქცა,მეორენი კი ფიქრობენ,რომ ხევისბერის საქციელი სწორი იყო,მე ხალხთა ამ ნაწილს მივეკუთვნები და ჩემი აზრის დამტკიცებას არგუმენტებით შევეცდები.
      ჩემი აზრით ხევისბერი გოჩა სწორად მოიქცა. სიმართლე გითხრათ,თავიდან ვეწინაღმდეგებოდი მის საქციელს და ვფიქრობდი იმაზე,თუ როგორ შეიძლებოდა მამას მოეკლა შვილი,მაგრამ შემდეგ აზრი რადიკალურად შემეცვალა. ამბობენ ადამიანი შეცდომებზე სწავლობსო,მაგრამ უმჯობესია სხვის შეცდომებზე ისწავლო. ვფიქრობ,ონისეს ჰქონდა შეცდომების გამოსწორების,დაფიქრების საშუალება. მამამისი,გოჩა ხშირად უმეორებდა შემდეგ სიტყვებს:არ დაგავიწყდეს ვისი გვარისა ხარო. ეს ერთგვარი მინიშნება, რჩევა იყო, არასწორი გზიდან სწორ გზაზე გადასვლის შანსი.
    უწინ ვფიქრობდი,რომ ხევისბერ გოჩას შეეძლო ონისე თემიდან გაეძევებინა,მაგრამ მთაში მას არ მიიღებდნენ,არავინ მიაწოდებდა წყალს, პურს, ივლიდა შერცხვენილი,ალბათ ყველას დაემალებოდა,შეიძლება თავიც მოეკლა,რაც უდიდესი ცოდვაა. რა აზრი აქვს ისეთ სიცოცხლეს,როცა არავისთვის არსებობ და შერცხვენილი დადიხარ. ალბათ სიკვდილი ხსნაა,ვინც კვდება ის თავისუფლდება, ვინც რჩება ის იტანჯება,უძლებს ცხოვრების სირთულეებს.
    ჩემი აზრით გოჩას საქციელი მართებული იყო,მან თავიც დაისაჯა,გაგიჟდა და შვილიც დასაჯა. ონისემ დიდი შეცდომა დაუშვა და ალბათ ციცხალი რომ დარჩენილიყო უფრო დაიტანჯებოდა. ყველაზე უსამართლოდ გუგუა დაისაჯა,ეს ადამიანი ჩემთვის სიმამაცის,ერთგულების,პატიოსნების მაგალითია!.  
                                                                                ნინო წიქარიძე   

Comments

  1. კარგი დღე იყო და ვისურვებდი კიდევ ბევრი ასეთი საღამო ჩატარებულიყოს.

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი საღამო იყო!!

    ReplyDelete
  3. Dzdzalian magari iyo.
    Warmatebebi❤️

    ReplyDelete
  4. კარგი თემების ბავშვებო. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც.

    ReplyDelete
  5. ძალიან კარგია გისურვებტ წარმატებებს და წინსვლას ტქვენს საქმეში

    ReplyDelete
  6. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  7. warmatebebi yvelas.
    kargi saghamo iyo. ❤️❤️

    ReplyDelete
  8. წარმატებები ბავშვებს და კლუბს!

    ReplyDelete
  9. მადლობა კეთილი სურვილებისათვის თუ გვირჩევთ რამეს, სიამოვნებით გავითვალისწინებთ....

    ReplyDelete
  10. ნიჭიერებო... ყოჩაღ, კარგი ბავშვები ხართ. მადონა მასწავლებელს დიდი წვლილი მიუძღვის. წარმატებები!

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog