
2018 წლის 27 აპრილს მკითხველთა კლუბ ''ინტელექტის'' წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ამჯერად კლუბის წევრები განიხილავდნენ ჯემალ ქარჩხაძის ''იგის''. იგი ალეგორიული მოთხრობაა, პირველად გამოქვეყნდა 1977 წელს, ჟურნალ "ცისკარში". მთავარი პერსონაჟი- "იგი"-პრეისტორიულ ხანაში ცხოვრობს. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, სანამ იგი აზროვნებას დაიწყებდა. გზა "იგი"-დან "მე"-მდე გრძელია, რთული, ემოციებით, ტკივილით, შეხებებით, შიშით, იმედგაცრუებით სავსეა, მაგრამ თუ ამ გზას ბოლომდე გაივლი, საკუთარ თავს იპოვი, რაც მოახერხა მოთხრობის მთავარმა პერსონაჟმა. ის დიდი დაძინების ქარაფს წელში გამართული აუყვა და სიკვდილს თვალებში უშიშრად ჩახედა. მოთხრობა ძალი ან მოეწონათ კლუბის წევრებს და თავიანთი შეხედულება ესეებით გადმოსცეს. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს: იგი ჯემალ ქარჩ...