2017 წლის 2 დეკემბერს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი "ინტელექტი" შეიკრიბა. განიხილეს ქართველი თანამედროვე მწერლის, დათო ტურაშვლის, ნაწარმოები–"ჯინსების თაობა". ბავშვებმა დაახასიათეს პერსონაჟები, იმსჯელეს საქართველოს იმდროინდელ მდგომარეობაზე ისტორიული ფაქტებზე დაყრდნობით.
2017 წლის 11 ნოემბერს კლუბის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ამჯერად, კლუბის წევრებმა ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" უკვე ეკრანიზაციის სახით იხილეს, გააცოცხლეს პერსონაჟები, იმსჯელეს ფილმსა და წიგნს შორის მსგავსება-განსხვავებებზე და რადიკალურად განსხვავებული აზრი გამოხატეს. ნიკოლოზ სანიშვილმა 1964 წელს გადაიღო ნოველის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი. ამ ფილმისთვის შეიკრიბა ცნობილ მსახიობთა გუნდი: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), ნუგზარ სარია (ონისე). "ინტელექტის" წევრებმა აგრეთვე წაიკითხეს ესეები მატეო ფალკონესა და ხევისბერ გოჩაზე. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს. მატეო ფალკონე-სამართლიანი მკვლელი? ალბათ, გაგიკვირ...
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteძალაინ კარგი წიგნია და მიხარია რომ მსგავსი წიგნებით ხართ დაინტერესებული. ჭკვიანი თაობა ხართ! ადე გააგრძელეთ! წარმატებები!
ReplyDeleteძალიან კარგია და წარმატებებს გისურვებთ მომავალში
ReplyDeleteყოჩაღ ბავშვებო!
ReplyDeleteკარგია,რომ თანამედროვე მწერლობას ეცნობით!
ReplyDeleteყოჩაღ ,კარგად გიმუშავიათ!
ReplyDeleteკარგია, რომ კითხულობთ თანამედროვე ლიტერატურას.წიგნის კითხვა უდიდესი სიამოვნებაა, ნამდვილად მისასალმებელია თქვენი მონდომება.
ReplyDelete