2017 წლის 28 დეკემბერს კლუბ "ინტელექტის" წევრები ისევ შეიკრიბნენ მომდევნო წიგნის განსახილველად. ამჯერად მათი რჩეული ნაწარმოები ირლანდიელი მწერლის, ჯონ ბოინის ცნობილი ნოველა "ბიჭი ზოლიან პიჟამაში" გახლდათ. კლუბის წევრებმა განიხილეს წიგნის შინაარსი, მისი მთავარი სათქმელი და გამოხატეს საკუთარი აზრი, აგრეთვე გაავლეს ისტორიული პარალელები.
1 ივნისს მკითხველთა კლუბი "ინტელექტი" შეიკრიბა. ამჯერად მათ ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, "კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" განიხილეს. კლუბის წევრებმა დადებითი განწყობით გაიხსენეს საუკეთესო მომენტები ნაწარმოებიდან. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ვასიკო კეჟერაძე, ლიტერატურის სიყვარულის გზით წავიდა, კარგად იცოდა, რომ "იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია". ამიტომაც პროფესიით ფოტოგრაფმა ატელიედან გასვლის გარეშე მოიარა მთელი მსოფლიო, გადახდა უამრავი თავგადასავალი, შეიყვარა უამრავი ქალი, მიაღწია პიროვნულ თავისუფლებას. კლუბის წევრებმა გაავლეს პარალელი წინა შეხვედრაზე განხილულ შემოქმედებებთან და საკუთარი აზრი ესეებით გადმოსცეს. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმეს: "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი". გურამ დოჩანაშვილის ეს ფრაზა ძალიან მომეწონა, რადგან ყოველი ნორმალური მოთხრობა მართლაც უდიდეს გავლენას ახდენს, წარუშლელ შთაბეჭდი...





თქვენი მუშაობა და მონდომება მისაბაძია, გისურვებთ წარმატებას....
ReplyDeleteGisurvebt warmatebebs
ReplyDeleteსაინტერესო იყო ძალიან.
ReplyDeleteძალიან ემოციური ფილმია, ბავშვებს მოეწონათ. ბევრი ისაუბრეს, ემოციებს ვერ მალავდნენ.
ReplyDelete