Posts

Image
      2018 წლის 24 თებერვალს მკითხველთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ. განიხილეს დანიელ პენაკის ავტობიოგრაფიული წიგნი ,,სკოლის სევდა". წიგნი მოგვითხრობს ავტორის ცხოვრების იმ პერიოდებზე, რომლებიც მან სკოლაში გაატარა ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ, როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა.   ,, სკოლის სევდა" აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები ,რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში. ეს ყველაფერი მოთხრობილია უშუალოდ, მსუბუქი იუმორით, რაც ,ყველაფერთან ერთად, წიგნს საოცრად სასიამოვნო წასაკითხს ხდის. 

ფილმი ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში"

Image
20 იანვარს მკითხველთა კლუბი ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში" ფილმის სანახავად შეიკრიბა. განიხილეს მსგავსება წიგნსა და ფილმს შორის, მოიყვანეს ისტორიული ფაქტები და პარალელი გაავლეს იმდროინდელ სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.ფილმის დასრულების შემდეგ კლუბის წევრები ემოციით იყვნენ დატვირთული და საკმაოდ დადებითად შეაფასეს ფილმი.    მოკლე მიმოხილვა: მარკ ჰერმანმა ფილმი გადაიღო ამავე სახელწოდებს მქონე ირლანდიელი ჯონ ბოინის ნოველის მიხედვით. მთავარი როლის შემსრულებლებო: ასა ბატერფილდი, დევიდ ტიულისი, ვერა ფარმიგა, ჯეკ სკენლონი და რუპერტ ფრენდი. ფილმი გადაღებულია ბუდაპეშტში.    ფილმში წარმოდგენილია ორი უდანაშაულო ადამიანის თვალით დანახული, მეორე მსოფლიო ომის დროს, საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული ტრაგედია. ამასთან ერთი ცხრა წლის ბრუნო საკონცენტრაციო ბანაკის უფროსის შვილია, ხოლო მეორე მისი თანატოლი ებრაელი პატიმარი ბიჭი.
Image
         2017 წლის 28 დეკემბერს კლუბ "ინტელექტის" წევრები ისევ შეიკრიბნენ მომდევნო წიგნის განსახილველად. ამჯერად მათი რჩეული ნაწარმოები ირლანდიელი მწერლის, ჯონ ბოინის ცნობილი ნოველა "ბიჭი ზოლიან პიჟამაში" გახლდათ. კლუბის წევრებმა განიხილეს წიგნის შინაარსი, მისი მთავარი სათქმელი და გამოხატეს საკუთარი აზრი, აგრეთვე გაავლეს ისტორიული პარალელები.
Image
      2017 წლის  16 დეკემბერს კლუბის წევრებმა დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობაზე"  დაფუძნებით გადაღებული ფილმი "მძევლები" იხილეს. "მძევლები" ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის 2017 წლის ფილმია, რომლის პრემიერა გაიმარათა "ბერლინალეს კინოფესტივალზე". ფილმს საფუძვლად უდევს 1983 წელს "ტე-134"-ის, თვითმფრინავის გატაცების ისტორია. მთავარი როლის შემსრულებლები არიან: თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე... დათო ტურაშვილის წიგნი მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც არაერთი ქართველი შეეწირა.       წევრებმა გამართეს დისკუსია განსხვავებებსა და მსგავსებებზე, წიგნსა და ფილმს შორის. აზრის გამოთქმა კი თემის სახით მოისურვეს. აქვე შემოგთავაზებთ ერთ-ერთს:          დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"-ეს არის წიგნი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამ წიგნის კითხვისას ემოცია ემოციას ენაცვლებოდა და მისი თითოეული სიტყვა დიდ ზეგავლენას ახდენდა ჩემზე.     ...
Image
         2017 წლის 2 დეკემბერს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი "ინტელექტი" შეიკრიბა. განიხილეს ქართველი თანამედროვე მწერლის, დათო ტურაშვლის, ნაწარმოები–"ჯინსების თაობა". ბავშვებმა დაახასიათეს პერსონაჟები, იმსჯელეს საქართველოს იმდროინდელ მდგომარეობაზე ისტორიული ფაქტებზე დაყრდნობით.
Image
                         თემურ ელიავას კრებულის ,,პალატა N8" პრეზენტაია      2017 წლის 1 დეკემბერს 16:00 საათზე, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში მიწვეული იყო მკითხველთა კლუბ ,,ინტელექტის" წევრები და მასწავლებელი მადონა სამნიძე თემურ ელიავას კრებულის პრეზენტაციაზე. გამოიცა თემურ ელიავას კრებული სახელწოდებით ,,პალატა N 8". საღამოზე წარმოდგენილი იყო პოეტის , როგორც ძველი, ისე ახალი ლექსები ( ქართულ და რუსულ ენებზე).ლექსებს კითხულობდა ავტორი, თემურ ელიავა.
Image
      2017 წლის 18 ნოემბერს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის #1 საჯარო სკოლის თვითმმართველობის მიერ იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ მკითხველთა კლუბის წევრები: დიანა გოჩიტიძე, ქრისტინა ლორთქიფანიძე, მარიამ ნაკაშიძე, ლუკა დოლიძე,ლაშა ხონელია,ნიკა დიასამიძე. აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.