1 ივნისს მკითხველთა კლუბი "ინტელექტი" შეიკრიბა. ამჯერად მათ ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, "კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" განიხილეს. კლუბის წევრებმა დადებითი განწყობით გაიხსენეს საუკეთესო მომენტები ნაწარმოებიდან. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ვასიკო კეჟერაძე, ლიტერატურის სიყვარულის გზით წავიდა, კარგად იცოდა, რომ "იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია". ამიტომაც პროფესიით ფოტოგრაფმა ატელიედან გასვლის გარეშე მოიარა მთელი მსოფლიო, გადახდა უამრავი თავგადასავალი, შეიყვარა უამრავი ქალი, მიაღწია პიროვნულ თავისუფლებას.
კლუბის წევრებმა გაავლეს პარალელი წინა შეხვედრაზე განხილულ შემოქმედებებთან და საკუთარი აზრი ესეებით გადმოსცეს. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმეს:
"ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი". გურამ დოჩანაშვილის ეს ფრაზა ძალიან მომეწონა, რადგან ყოველი ნორმალური მოთხრობა მართლაც უდიდეს გავლენას ახდენს, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და სწორედ ასეთია ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი, ვასიკო კეჟერაძე. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ რაღაც განსაკუთრებული ლტოლვა და სიყვარული გიჩნდება ლიტერატურის მიმართ. ეს მოთხრობა მკითხველს უამრავ დეტალზე ამახვილებინებს ყურადღებას, უღვივებს ადამიანს წიგნის სიყვარულს და მაინც, რა იყო ამ მოთხრობაში ასეთი გასაოცარი? პასუხი მარტივია, ყველაფერი! გასაოცარია ვასიკო კეჟერაძის დამოკიდებულება ლიტერატურის, ვიწრო გაგებით მხატვრული ლიტერატურის მიმართ, რაღა დაგიმალოთ, და შემშურდა კიდეც მისი, მეორე მხრივ, კი გამიხარდა, რადგან "მისალოცი პიროვნება" ვარ და წინ დიდი სიამოვნება მელის.
იმედია, გურამ დოჩანაშვილის ეს მოთხრობა ბევრ მისალოცთა სიაში მყოფს გაუღვიძებს ლიტერატურის სიყვარულსა და წიგნის კითხვის სურვილს.
მარიამ ირემაძე

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა
ძლიერ უყვარდა“ იმ ადამიანზეა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის შინაგანი
სამყაროს ნაწილია. ზოგისთვის ზედმეტად ღრმად ჩამარხული შინაგანი სამყაროს ნაწილი, ზოგისთვის
კი ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ამერიკის ნაწილია, რომელსაც თავისი კოლუმბი სჭირდება. ამ
კოლუმბის როლი კი, გარკვეულწილად, გურამ დოჩანაშვილმა შეასრულა. პირადი მაგალითით თუ
ვისაუბრებ, ჯერ არ ვარ ის ბავშვი, გოგონა, ქალი, რომელსაც ლიტერატურა ისევე ძლიერ უყვარს,
როგორც ჩვენს ვასიკოს, ვინაიდან იმ მკითხველის რიგს მივეკუთვნები, ვისაც ბედნიერება
ჯერ კიდევ წინ აქვს. გავაგრძელოთ... დიახ,
ვასიკო კეჟერაძეს, ფოტოგრაფს, თუმცა თავისი ლიტერატურისადმი სიყვარულს თუ მივენდობით,
იგი მხოლოდ ფოტოგრაფი კიარა, რეალობისგან მოშორებული განუზომელი სიმაღლისკენ მსწრაფი
ადამიანი იყო, რაც მას განსხვავებულს, ინდივიდუალურს, უფრო მეტად კი ჯემალ ქარჩხაძის
„იგი“-სებურს ხდიდა. სწორედ ამ ერთფეროვანი ცხოვრების სტილის, მაგრამ თავისებური აზროვნების
მქონე ადამიანმა მოხიბლა ხელმძღვანელი, როგორც საუკეთესო რესპოდენტმა.
და მაინც, რას ვიგებთ ამ ნაწარმოებიდან? პასუხი
ნათელია. თითოეული ადამიანი სწორედ იმიტომ არის მომხიბვლელი, რომ მასში არის განსხვავებული
მარცვალი, ის რაც სხვისგან განასხვავებს, მაშინ როცა ამას ყველაზე მეტად არ ელის.
„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ სიყვარულის ფასს გვასწავლის, იმ სიყვარულის,
რომელიც მიზანს გვაძლევს, მიზანი იმედს, იმედი შესაძლებლობებს, შესაძლებლობები მოქმედებას,
მოქმედება შედეგს, შედეგს კი ადამიანური შეგნების ფინიშამდე მივყავართ. იმ სიყვარულს,
რომელიც სულ მცირე თვითკმაყოფილებაზე არ უნდა გაიცვალოს, რადგან ამით იგი ფასსა და
თითოეულ მნიშვნელობას კარგავს. ვასიკო ანუ „ლიტერატურის მოტრფიალე კაცი“ ახალ ალტერნატივას
გვთავაზობს ცნობიერების ასამაღლებლად კი არა, ლიტერატურის სიყვარულის გასამძაფრებლად,
ისეთს, როგორიც „კარცერ-ლუქსია“...
ერთი სიტყვით, "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის
შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი"
და ამ პროგრესის შემჩნევას
განათლებული ადამიანის თვალებში ჩახედვით მარტივად შეძლებ...
ანა მარკოიძე
ანა მარკოიძე

გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. სასიამოვნოა რომ ბავშვები დაინტერესებულნი არიან ქართველი მწერლების ნაშრომებით. წარმატებები ბავშვებო.
ReplyDeleteმორიგი საინტერესო შეხვედრა, მახარებს ბავშვების მონდომება...
ReplyDeleteძალიან მიყვარს გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება, მით უმეტეს ეს მოთხრობა, კარგია, რომ კითხულობთ თანამედროვე ლიტერატურას და სწავლობთ წიგნის სიყვარულს, გისურვებთ წარმატებებს...
ReplyDeleteყოჩაღ ბავშვებო! ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ნაწარმოებია გურამ დოჩანაშვილისა და სასიამოვნოა ასეთი დაინტერესებულები რომ ხართ. წარმატებებს გისურვებთ!
ReplyDeleteძალიან კარგი მოთხრობაა.კარგია,რომ წაიკითხეთ ეს მოთხრობა,იმედია,გაგიღვივდათ ლიტერატურის კითხვის სურვილი.გისურვებთ წარმატებებს სამომავლოდ.
ReplyDeleteჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია ქართული მხატვრული ლიტერატურიდან... ხშირად ვიყენებ ამონარიდებს ცხოვრებაში და მოხარული ვარ, რომ სხვებსაც მიეცათ შესაძლებლობა უკეთესი მკითხველები გამხდარიყვნენ და არა გადამკითხველები. მადლობა ესეს გამოქვეყნებისთვის...
ReplyDeleteარაჩვეულებრივი ესეები, არაჩვეულებრივ ნაწარმოებზე.ყოჩაღ და წარმატებები ბავშვებო...
ReplyDelete