მკითხველთა კლუბი "ინტელექტი"


სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლის
                                    მკითხველთა  კლუბი
                                           ,, ინტელექტი’’
                                                                                   17/10/2017

                                         კლუბის წესდება                                                                                               კლუბი შეიქმნა ბავშვების ინიციატივით,ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის,მადონა სამნიძის, ხელმძღვანელობითა და დირექციის აქტიური მხარდაჭერით.

კლუბს აქვს თავისი ლოგო 



სლოგანი: იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია. . .

ბლოგი madonasamnidze.blogspot.com


კლუბის ორგანიზატორები არიან:

1.      მადონა სამნიძე
2.      მარიამ ირემაძე
3.      ქრისტინა ლორთქიფანიძე
მათი უფლება–მოვალეობები :
●აგვარებენ ორგანიზაციულ საკითხებს(ამზადებენ აფიშებს, ეხმარებიან  წევრებს წარდგენის მომზადებაში, მოამზადებენ საკლასო ოთახს კლუბის მუშაობისათვის,ქმნიან კლუბისთვის საჭირო ფილმების ფონდს...)
●ზრუნავენ ბლოგისა და ფეისბუქგვერდის რეგულარულ განახლებაზე და ცდილობენ იყოს საინტერესო ლიტერატურის მოყვარულთათვის;
●საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამოქმედო გეგმას;
●ხელმძღვანელთან  შეთანხმებით  ერთობლივად აგვარებენ კლუბში შექმნილ ყველა პრობლემას

მათი უფლება– მოვალეობები:
●რეგულარულად  ესწრებიან კლუბის შეკრებებს;
●წარადგენენ წიგნებს ან მსჯელობენ უკვე წარდგენილ ნაწარმოებებზე;
●წერენ  შთაბეჭდილებებს წაკითხულ წიგნებზე და  განათავსებენ ბლოგზე;
●ცდილობენ, ჩაერთონ ყველა საინტერესო ლიტერატურულ მოვლენასა თუ კონკურსში;
●წინასწარ უნდა იყვნენ ინფორმირებული კლუბის  სამომავლო გეგმის შესახებ;

შენიშვნა: კლუბის  წევრობის უფლება აქვს ყველა მოსწავლეს მე–8 კლასიდან მე–11 კლასის ჩათვლით და ნებაყოფლობითია, ამიტომ კლუბის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა მეტნაკლებად შეიცვლება ყოველ სასწავლო  წელს.

კლუბი საგანმანათლებლო ხასიათისაა და აქვს შემდეგი მიზნები:
●მოზარდებს გაუღვივოს ინტერესი მხატვრული ლიტერატურისადმი;
●აამაღლოს წიგნიერების დონე მოსწავლეთა შორის;
●დაეხმაროს მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული  უნარების განვითარებაში;
●მოსწავლეები მიეჩვიონ საჯარო სივრცეს და შეითვისონ ამისათვის საჭირო უნარ – ჩვევები;
●მოსწავლეებმა ისწავლონ რეცენზიების წერა და ზოგადად, აიმაღლონ წერის კულტურა;
●კლუბის მუშაობა გასცდეს კონკრეტული სკოლის ფარგლებს და მიიზიდოს სხვა სკოლის მოსწავლლეები, დააინტერესოს სხვა კლუბები;


კლუბის ღონისძიებათა გეგმა: (შესაძლებელია აქტივობის დამატება)

პირველი შეხვედრა - სექტემბერი
1) კლუბის დაფუძნება: დირექციასა და მშობლებთან შეთანხმება;
2) კლუბის წესდების შედგენა, სახელწოდების, ლოგოსა და დევიზის შერჩევა.

მეორე შეხვედრა - 17/10/2017
1) კლუბის წევრთა შეხვედრა;
2) კლუბის ლიდერისა და საბჭოს გაცნობა;
3)კლუბის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა;
4)კლუბის განსახორციელებელი ღონისძიებების დასახვა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცება;
5) კლუბის იმ წევრების შერჩევა, რომლებიც იმუშავებენ ტექნიკასთან (ფოტოაპარატთან, კომპიუტერთან, პროექტორთან);

6) კლუბის მუშაობის განრიგის დადგენა; სამუშაო შეხვედრა კლუბის წევრებთან თვეში ორჯერ, ღონისძიება თვეში ერთჯერ.

კლუბის ლიდერი - ანა მარკოიძე
კლუბის საბჭო:
1) ანრი ფერცელიძე;
2) ნიკა დიასამიძე;
3) ანანო დიასამიძე;
4) ლანა მგელაძე.

მკითხველთა კლუბის კურატორი - მადონა სამნიძე

 კლუბის წევრთა სია:
1) ანა მარკოიძე;
2) ანრი ფერცელიძე;
3) მეგი ქადიძე;
4) მარიამ ცერცვაძე;
5) თამარ აბაშიძე;
6) ნიკა აგირბა;
7) ცოტნე ირემაძე;
8) ქრისტინა ლორთქიფანიძე;
9) ნიკა დიასამიძე;
10) ანანო დიასამიძე
11) ლანა მგელაძე;
12) მარიამ ირემაძე;
13) საბა თურმანიძე
14) ლუკა დოლიძე;
15) ანანო გუდავა;
16) ნინო წიქარიძე;
17) ამიკო კუტუბიძე;
18) გიგა დუმბაძე;
19) მედეა ხოროიშვილი;
20) რუთი მალაყმაძე;


მესამე შეხვედრა –
1) ალექსანდრე ყაზბეგი "ხევისბერი გოჩა", პროსპერ მერიმე "მატეო ფალკონე"
აქტივობა – მწერლის ბიოგრაფიის გაცნობა, ესეების წაკითხვა "შვილის მკვლელი მამები"


მეოთხე შეხვედრა - 11/11/2017
1) "ხევისბერი გოჩა" ფილმის ჩვენება
აქტივობა – განხილვა, პარალელების გავლება ნაწარმოებსა და ფილმს შორის

მეხუთე შეხვედრა - 2/12/2017
1) დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"
აქტივობა – განხილვა, მსჯელობა ნაწარმოებისა და რეალური ისტორიის შესახებ

 მეექვსე შეხვედრა - 16/12/20171)
1) რეზო გიგინეიშვილის "მძევლები" (დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობის" მიხედვით)
აქტივობა – ფილმის ჩვენება, განხილვა, პარალელების გავლება წიგნსა და ფილმს შორის

მეშვიდე შეხვედრა - 28/12/2017
1) ჯონ ბოინის "ბიჭი ზოლიან პიჟამაში"
აქტივობა – განხილვა, ისტორიული ფაქტების გახსენება, დისკუსია ნაწარმოების ირგვლივ

მერვე შეხვედრა - 20/01/2018 
1) მარკ ჰერმანი "ბიჭი ზოლიან პიჟამაში"
აქტივობა – ფილმის ჩვენება, განხილვა, შთაბეჭდილებების გაზიარება

მეცხრე შეხვედრა - 24/02/2018
1) დანიელ პენაკის "სკოლის სევდა"
აქტივობა – მწერლის ბიოგრაფია, შთაბეჭდილებების გაზიარება, ესეების წაკითხვა

მეათე შეხვედრა - 31/03/2018
1) შერონ მ. დრეიპერის "გონების მიღმა"
აქტივობა – დისკუსია ნაწარმოების ირგვლივ,  შთაბეჭდილებების გაზიარება

მეთერთმეტე შეხვედრა - 27/04/2018
1) ჯემალ ქარჩხაძის "იგი"
აქტივობა – განხილვა, ესეების წაკითხვა "რას ნიშნავს განსხვავებულ ადამიანად ყოფნა"

მეთორმეტე შეხვედრა - 1/06/2018
1) გურამ დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
აქტივობა – პრეზენტაცია, მწერლის ბიოგრაფია, ესეებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება

სხვა დამატებით განხორციელებულ ღონისძიებებს იხილავთ ბლოგზე


კლუბის სამუშაო გრაფიკი
კლუბს მუშაობისთვის აქვს ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელის მიერ შემუ-შავებული სავარაუდო განრიგი, რომელიც ყოველი სემესტრის დაწყებამდე წინასწარ იდება ბლოგსა და სოციალურ ქსელში კლუბის გვერდზე.  განრიგს თან ახლავს შე-ნიშვნა, რომ შესაძლებელია, შეიცვალოს მოსწავლეთა სურვილებისა და ინტერესების მიხედვით.
კლუბის სამუშაო შეხვედრა იმართება თვეში ორჯერ, ღონისძიება თვეში ერთჯერ. მოსწავლეები განიხილავენ წაკითხულ წიგნებს ან უყურებენ ფილმებს და საუბრობენ მათზე.
 სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ  „ინტელექტის “კურატორს, ქალბატონ მადონა სამნიძეს
ამავე სკოლის მოსწავლე——————————–
გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა
მსურს გავწევრიანდე ქალაქ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის ლიტერატურის კლუბში „ბავშვები,რომლებსაც ძალიან უყვართ ლიტერატურა“.
გთხოვთ გამაწევრიანოთ.
ლიტერატურის კლუბის  წევრის
ა  ნ  კ  ე  ტ  ა
სახელი—————————————–
გვარი——————————————-
დაბადების თარიღი————————–
კლასი——————————————-
ტელეფონის ნომერი—————————
ხელმოწერა: ———————— 
შევსების თარიღი————————-
მოსალოდნელი შედეგები:

კლუბში მონაწილეობა ხელს შეუწყობს შემოქმედებითი, სოციალური,ორგანიზაციული,საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას.კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას,პასუხიმგებლობის ამაღლებას,დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

კლუბის მისამართი: ქ. ბათუმი დემეტრე თავდადებულის №47

Comments

Popular posts from this blog