Posts

Showing posts from June, 2018
                                                         რეფლექსია       2017 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეთა ინიციატივითა და დირექციის მხარდაჭერით დავაარსეთ მკითხველთა კლუბი „ინტელექტი“. კლუბი საგანმანათლებლო ხასიათისაა და მისი მიზნები იყო:მოზარდებში მხატვრული ლიტერატურის ინტერესის გაღვიძება, წიგნიერების დონის ამაღლება, შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების განვითარება,წერის კულტურის ამაღლება და საჯარო სივრცეზე შეჩვევა.      წიგნისაგან გაუცხოვება ახალგაზრდებს აშკარად დაეტყოთ, წიგნით შეძენილი ცოდნა ღრმაა და საფუძვლიანი, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ ამ საკითხის მოსაგვარებლად. დარწმუნებული ვარ, დღის განმავლობაში წიგნისთვის გარკვეული დროის დათმობა მოსწავლეში გააღვიძებს კი...
                                                               მშობლების შეფასება        წლის დასაწყისში სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაში შექმნილ მკითხველთა კლუბში ჩემი შვილის, ანა მარკოიძის, გაწევრიანებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგანაც მხატვრული ლიტერატურის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. თვალს ვადევნებდი კლუბის მუშაობას ბლოგის მეშვეობით, რადგანაც ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. ჩემი შვილის წარმატება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მსიამოვნებდა კურატორი მასწავლებლისა და კლუბის წევრების კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულება, ისინი ითვალისწინებდნენ ლიტერატურის შერჩევისას ერთმანეთის აზრს.       კლუბის მუშაობით მე, როგორც მშობელი, კმაყოფილი ვარ, მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ წლის განმავლობაში ჩემი შვილი უსაფრთხო გარემოში იღრმავებდა ცოდნას ქართული თუ უცხოური ...
Image
     1 ივნისს მკითხველთა კლუბი "ინტელექტი" შეიკრიბა. ამჯერად მათ ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, "კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" განიხილეს. კლუბის წევრებმა დადებითი განწყობით გაიხსენეს საუკეთესო მომენტები ნაწარმოებიდან. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ვასიკო კეჟერაძე, ლიტერატურის სიყვარულის გზით წავიდა, კარგად იცოდა, რომ "იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია". ამიტომაც პროფესიით ფოტოგრაფმა ატელიედან გასვლის გარეშე მოიარა მთელი მსოფლიო, გადახდა უამრავი თავგადასავალი, შეიყვარა უამრავი ქალი, მიაღწია პიროვნულ თავისუფლებას.    კლუბის წევრებმა გაავლეს პარალელი წინა შეხვედრაზე განხილულ შემოქმედებებთან და საკუთარი აზრი ესეებით გადმოსცეს. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმეს:                "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი". გურამ დოჩანაშვილის ეს ფრაზა ძალიან მომეწონა, რადგან ყოველი ნორმალური მოთხრობა მართლაც უდიდეს გავლენას ახდენს, წარუშლელ შთაბეჭდი...