რეფლექსია
2017 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეთა
ინიციატივითა და დირექციის მხარდაჭერით დავაარსეთ მკითხველთა კლუბი „ინტელექტი“. კლუბი
საგანმანათლებლო ხასიათისაა და მისი მიზნები იყო:მოზარდებში მხატვრული ლიტერატურის
ინტერესის გაღვიძება, წიგნიერების დონის ამაღლება, შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების
განვითარება,წერის კულტურის ამაღლება და საჯარო სივრცეზე შეჩვევა.
წიგნისაგან გაუცხოვება ახალგაზრდებს აშკარად
დაეტყოთ, წიგნით შეძენილი ცოდნა ღრმაა და საფუძვლიანი, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ ამ საკითხის
მოსაგვარებლად. დარწმუნებული ვარ, დღის განმავლობაში წიგნისთვის გარკვეული დროის დათმობა
მოსწავლეში გააღვიძებს კითხვის წყურვილს, ინტერესს, მით უმეტეს, თუ ლიტერატურის შერჩევაში
თავადვე ღებულობენ მონაწილეობას.
წლის განმავლობაში კლუბის წევრები აქტიურად თანამშრომლობდნენ,
ისმენდნენ ერთმანეთის აზრს, მსჯელობდნენ წაკითხულ ნაწარმოებებზე და ავლებდნენ ლიტერატურულ
პარალელებს, წერდნენ ესეებს, რაც ხელს უწყობდა შემოქმედებითი უნარის განვითარებას.
სიამოვნებით ასრულებდნენ დაგეგმილ აქტივობებს და წარადგენდნენ პრეზენტაციების სხვადასხვა
ბიოგრაფიებზე, თუმცა იყვნენ მოსწავლეები, რომელთა მონდომება ბოლომდე არ აღმოჩნდა საკმარისი.
ჩემს წარმატებად ვთვლი კლუბის წევრების როგორც
სასკოლო, ასევე სკოლის გარეთ გამართულ ღონისძიებებშ მონაწილეობს, თანამედროვე პოეტებთან
შეხვედრას (თემურ ელიავას კრებულის „პალატა N8”პრეზენტაცია), და სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორებისა და ლექტორ-მასწავლებლების ლექციების მოსმენა.
ვფიქრობ, მიზანს მივაღწიე,რადგან კლუბის წევრებმა
აიმაღლეს წერის კულტურა,ჩამოუყალიბდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და, რაც მთავარია,
შეეჩვიენ საჯარო სივრცეს.
გამოცდილებამ მიჩვენა, რომ რაც უფრო მეტად განსხვავებული
იქნება ჯგუფის წევრები გამოცდილებითაა და შეხედულებებით, მით მეტად საინტერესო იქნება
ერთობლივი მუშაობა. მეტ ყურადღებას გავამახვილებ კლუბის წევრების ერთ გუნდად ჩამოყალიბებაზე,
რაც განაპირობებს მათ წარმატების თანამშრობლობას.
Comments
Post a Comment