მშობლების შეფასება
წლის დასაწყისში სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაში შექმნილ მკითხველთა კლუბში ჩემი შვილის, ანა მარკოიძის, გაწევრიანებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგანაც მხატვრული ლიტერატურის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. თვალს ვადევნებდი კლუბის მუშაობას ბლოგის მეშვეობით, რადგანაც ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. ჩემი შვილის წარმატება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მსიამოვნებდა კურატორი მასწავლებლისა და კლუბის წევრების კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულება, ისინი ითვალისწინებდნენ ლიტერატურის შერჩევისას ერთმანეთის აზრს.
კლუბის მუშაობით მე, როგორც მშობელი, კმაყოფილი ვარ, მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ წლის განმავლობაში ჩემი შვილი უსაფრთხო გარემოში იღრმავებდა ცოდნას ქართული თუ უცხოური ლიტერატურის შესახებ.
ნინო ანთაძე
ჩემი შვილი, ქრისტინა ლორთქიფანიძე, ჩემი თანხმობით გაწევრიანდა მკითხველთა კლუბში, რაც ჩემთვის მისაღები და მნიშვნელოვანი იყო. კურატორ მასწავლებელთან, მადონა სამნიძესთან ერთად, წლის განმავლობაში აქტიურად ერთვებოდა საკლუბო მუშაობაში, კითხულობდა ლიტერატურას, სიამოვნებით წერდა ესეებსა და შთაბეჭდილებებს, კმაყოფილებას ვერ მალავდა და მესაუბრებოდა კლუბში მიღწეულ წარმატებებზე. წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს კლუბის მუშაობას ბლოგის მეშვეობით და გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას შესაბამისი კომენტარებით. ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, თვალში საცემი იყო მასწავლებლისა და კლუბის წევრების თბილი და სასიამოვნო ურთიერთდამოკიდებულება.
მინდა მადლობა გადავუხადო მასწავლებელსა და ბავშვებს წლის განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის და ვუსურვო წარმატება სამომავლოდ.
მზია ქოქოლაძე
სიამოვნებით დავთანხმდი ჩემი შვილის,მარიამ ირემაძის, მკითხველთა კლუბში გაწევრიანებას. მარის ძალიან უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ამიტომაც მკითხველთა კლუბი მისთვის საინტერესო იქნებოდა. არ შევმცდარვარ, მისი მონდომება მახარებდა, მსიამოვნებდა, როცა მორიგ წასაკითხ ლიტერატურას ერთობლივად არჩევდნენ კურატორ მასწავლებელთან და კლუბის წევრებთან ერთად. წლის განმავლობაში ისინი აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას სასკოლო თუ არასასკოლო ღონისძიებებში. მთელი წელი ჩემი შვილი საიმედო გარემოში იღრმავებდა ცოდნას ქართულ და საზღვარგარეთულ ლიტერატურაზე. ხშირად შევდიოდი ბლოგზე, თვალს ვადევნებდი და ვეხმაურებოდი მათ მუშაობას.
იმედი მაქვს სამომავლოდაც გააგრძელებს კლუბი მუშაობას.
ხათუნა მუშამბაძე
სასწავლო წლის დასაწყისში ჩემი შვილი, ლანა მგელაძე, ჩემი თანხმობით მკითხველთა კლუბ "ინტელექტში" გაწევრიანდა. თავიდანვე დიდი მოლოდინები მქონდა, რადგან მხატვრული ლიტერატურის კითხვა აკეთილშობილებს ადამიანს. წლის განმავლობაში ლანა კლუბის აქტიური წევრი იყო, გაიმდიდრა ლექსიკა, გახდა უფრო თავდაჯერებული, გაუჩნდა ლიდერობის სურვილი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ კლუბის მუშაობა საჯარო იყო, თვალს ვადევნებდი მათ მუშაობასა და წარმატებას ბლოგზე, მსიამოვნებდა ესეების კითხვა და კლუბის წევრების ამა თუ იმ საკითხის ახლებური ხედვა. გარდა მხატვრული ლიტერატურის კითხვისა, კლუბის წევრები მონაწილეობას ღებულობდნენ სასკოლო ღონისძიებებში, მართავდნენ ლიტერატურულ საღამოებს და ხდებოდნენ თანამედროვე პოეტებს.
გაწეული მუშაობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მკითხველთა კლუბს და კურატორ მასწავლებელს, იმედია კლუბი გააგრძელებს მუშაობას.
შორენა მოწყობილი
მოსწავლეების შეფასება
სასწავლო წლის დასაწყისში მშობლის თანხმობით გავერთიანდი მკითხველთა კლუბ "ინტელექტში". მხატვრული ლიტერატურის კითხვა მიყვარს, მაგრამ დროის უკმარისობის გამო ვეღარ ვახერხებდი კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვას. კლუბში გაწევრიანების შემდეგ აქტიური მკითხველი გავხდი და დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი კურატორი მასწავლებლისა და კლუბის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით არჩეულ ლიტერატურას. მთელი წელი აქტიურად ვებმებოდი სასკოლო ღონისძიებებშიც, მონაწილეობა მივიღე გონიოში გამართულ ღონისძიებაში "წინაპართა ნაკვალევზე", იმიტირებულ სასამართლო პროცესში, ვიყავით ქუთაისში პროექტით "ცოდნის ტაძარი". ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის გადმოგვცეს სერტიფიკატები.
მკითხველთა კლუბმა ჩემში ბევრი რამ შეცვალა, რაც მთავარია, გავხდი უფრო თავდაჯერებული და ის, რომ "იყო მკითხველი თავისთავად სასწაულია",მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარის განვითარებაც. ყოველ ჩვენს შეხვედრას, დაწერილ ესეებსსა და შთაბეჭდილებებს ვაქვეყნებდით ჩვენს ბლოგზე, რაც ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის. მომავალში გავაგრძელებ კლუბის წევრობას.
ლუკა დოლიძე
წლის დასაწყისში დიდი სიამოვნებით გავწევრიანდი მკითხველთა კლუბ ,,ინტე-ლექტში". ყოველი შეხვედრა ჩემთვის ახლის მომცემი იყო. ლიტერატურის კითხვამ გამიმდიდრა ლექსიკა, გამიღვივა ემპათიის გრძნობა, რადგან, როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობდა,ყოველი "ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი" . მნიშვნელოვანი იყო კლუბის წევრების ურთიერთდამოკიდებულება, აქტიური კომუნიკაცია, აზრის მოსმენა და გათვალისწინება. წლის განმავლობაში წაკითხულ ლიტერატურაზე გამოვთქვამდით ჩვენს აზრს, ვწერდით შთაბეჭდილებებსა და ესეებს, ვაქვეყნებდით ჩვენს ბლოგზე, რაც ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. მონაწილეობა მივიღე ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში გამართულ ლიტერატურულ-კომპოზიციურ საღამოში. დაუვიწყარი იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ცოტნიაშვილის, ლექციის მოსმენა.
კლუბის აქტიურმა წევრობამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში, გავხდი კარგი მკითხველი და ახლებურად დავინახე სხვდასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ანრი ფერცელიძე
ყოველთვის ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას, ამიტომაც სიამოვნებით გავწევრიანდი მკითხველთა კლუბში. წლის განმავლობაში კურატორ მასწავლებელთან და კლუბის წევრებთან აქტიურად ვთანამშრომლობდი. ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას და ვგრძნობდი, რომ ბევრი რამ იცვლებოდა ჩემში. მსიამოვნებდა თბილი გარემო, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება კლუბის ყოველი შეხვედრისას. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ კლუბის წევრები სხვადასხვა ღონისძიებებში ვღებულობდით მონაწილეობას, ვხვდებოდით პოეტებს (თემურ ელიავა, ბელა ქებურია) და ვისმენდით საჯარო ლექციებს, რაზეც აქტიურად ვმსჯელობდით კლუბის შეხვედრაზე.
ეს წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედია, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას
ნიკა დიასამიძე
Comments
Post a Comment