2017 წლის  16 დეკემბერს კლუბის წევრებმა დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობაზე"
 დაფუძნებით გადაღებული ფილმი "მძევლები" იხილეს. "მძევლები" ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის 2017 წლის ფილმია, რომლის პრემიერა გაიმარათა "ბერლინალეს კინოფესტივალზე". ფილმს საფუძვლად უდევს 1983 წელს "ტე-134"-ის, თვითმფრინავის გატაცების ისტორია. მთავარი როლის შემსრულებლები არიან: თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე... დათო ტურაშვილის წიგნი მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც არაერთი ქართველი შეეწირა.
      წევრებმა გამართეს დისკუსია განსხვავებებსა და მსგავსებებზე, წიგნსა და ფილმს შორის. აზრის გამოთქმა კი თემის სახით მოისურვეს. აქვე შემოგთავაზებთ ერთ-ერთს:
   

     დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"-ეს არის წიგნი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამ წიგნის კითხვისას ემოცია ემოციას ენაცვლებოდა და მისი თითოეული სიტყვა დიდ ზეგავლენას ახდენდა ჩემზე.
     ნაწარმოებში კარგად ჩანს გეგასა და თინას ურთიერთობა. სიყვარულის ისტორიამ, რომელიც მათ აკავშირებდა ერთმანეთთან, დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში. განსაკუთრებით მომეწონა ის დაკითხვამდე არსებული მომენტი, როდესაც გეგა და თინას კედელზე ჰქონდათ დატოვებული მინიშნებები. ის ნაწილი, როდესაც ორივე მეტნაკლებად კარგად იყო. სამწუხაროდ, ეს ნაწილი ფილმში არ ჩანდა, რის გამოც, გაოცებული დავრჩი, თუმცა არა დადებითი მნიშვნელობით.
   მიუხედავად ყველაფრისა, წიგნმა და ფილმმაც ნათლად აჩვენა საბჭოური მმართველობის ნაკლოვანებები, რაც იმის უკეთ გააზრებაში დამეხმარა, თუ რისი გადატანა უხდებოდა ხალხს, როგორ პირობებში ცხოვრობდა ქართველი ხალხი.
   საბოლოო ჯამში, მსახიობებმა თავიანთი როლი ზედმიწევნით კარგად შეასრულეს, ფილმში იკითხებოდა მთავარი აზრიც, თუმცაღა შეიძლებოდა,რომ უფრო ახლოს ყოფილიყო წიგნთან.
                                                                                                         
                                                                                                                     ლანა მგელაძე

Comments

  1. ძალიან სასიამონოა ის ფაქტი,რომ ახლოს ეცნობით თანამედროვე ლიტერატურას და ერთობ სასიამოვნოა ისიც,რომ ფილმებსაც ნახულობთ....წარმატებები.

    ReplyDelete
  2. Kargia tom aset temebze saubrobt

    ReplyDelete
  3. მიხარია პირველ რიგში ქართულს რომ ეცნობით... წარმატებები და მადლობა მადონა მასწავლებელს!

    ReplyDelete
  4. მიხარია, რომ კითხულობთ თანამედროვე ლიტერატურას და განიხილავთ, მსჯელობისას , რა თქმა უნდა, მიმოიხილავთ იმ ეპოქასაც , რაც აღრმავებს თქვენს ცოდნას.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog