ფილმი ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში"

20 იანვარს მკითხველთა კლუბი ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში" ფილმის სანახავად შეიკრიბა. განიხილეს მსგავსება წიგნსა და ფილმს შორის, მოიყვანეს ისტორიული ფაქტები და პარალელი გაავლეს იმდროინდელ სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.ფილმის დასრულების შემდეგ კლუბის წევრები ემოციით იყვნენ დატვირთული და საკმაოდ დადებითად შეაფასეს ფილმი.

   მოკლე მიმოხილვა:
მარკ ჰერმანმა ფილმი გადაიღო ამავე სახელწოდებს მქონე ირლანდიელი ჯონ ბოინის ნოველის მიხედვით. მთავარი როლის შემსრულებლებო: ასა ბატერფილდი, დევიდ ტიულისი, ვერა ფარმიგა, ჯეკ სკენლონი და რუპერტ ფრენდი. ფილმი გადაღებულია ბუდაპეშტში.
   ფილმში წარმოდგენილია ორი უდანაშაულო ადამიანის თვალით დანახული, მეორე მსოფლიო ომის დროს, საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული ტრაგედია. ამასთან ერთი ცხრა წლის ბრუნო საკონცენტრაციო ბანაკის უფროსის შვილია, ხოლო მეორე მისი თანატოლი ებრაელი პატიმარი ბიჭი.








Comments

  1. წიგნი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ფილმი ორმაგად უფრო კარგი აღმოჩნდა. ფილმი, რომლის ნახვის დროს შეუძლებელია არ აგეტიროს.

    ReplyDelete
  2. მართლაც ემოციური ფილმია ბავშვებო... წარმატებები

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგი ფილმია. წარმატებები ბავშვებო.

    ReplyDelete
  4. ძალიან მომწონს თქვენი გადაწყვეტილება,წიგნის წაკითხვის შემდეგ ფილმის ნახვა, ვფიქრობ, მეტი ემოცია ექნებათ მოსწავლეებს, როცა გაცოცხლებულ პერსონაჟებს იხილავენ ეკრანზე. წარმატებები, მივესალმები თქვენს მონდომებას!

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog