2018 წლის 24 თებერვალს მკითხველთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ. განიხილეს დანიელ პენაკის ავტობიოგრაფიული წიგნი ,,სკოლის სევდა". წიგნი მოგვითხრობს ავტორის ცხოვრების იმ პერიოდებზე, რომლებიც მან სკოლაში გაატარა ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ, როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა.
,, სკოლის სევდა" აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები ,რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში. ეს ყველაფერი მოთხრობილია უშუალოდ, მსუბუქი იუმორით, რაც ,ყველაფერთან ერთად, წიგნს საოცრად სასიამოვნო წასაკითხს ხდის.

საუკეთესო წიგნია საუკეთესოთა შორის!
ReplyDeleteწარმატებები მადონა მასწავლებელს და ბავშვებს!
ReplyDeleteარაჩვეულებრივი, ცხოვრებისეული წიგნი! კარგი იყო განხილვა!
ReplyDeleteწარმატებები მადონა მასწავლებელო თქვენ და ჩვენს ბავშვებს!
ReplyDeleteძალიან საინტერესო წიგნია. მე, როგორც პედაგოგი, ყველას, განსაკუთრებით მშობლებს, ვურჩევ ამ წიგნის წაკითხვას. კარგია, რომ კითხულობთ თანამედროვე ლიტერატურას.
ReplyDelete