23 თებერვალს სკოლის სააქტო დარბაზში მეათე კლასის მოსწავლეები (მკითხველთა კლუბის წევრები) და დამრიგებელი (კლუბის ორატორი), მადონა სამნიძე, ესწრებოდნენ საჯარო ლექციას "თვითრეალიზაცია და წარმატება". ლექციის მთავარი თემა იყო "მიზანმიმართული, კონცენტრირებული აზროვნებით წარმატების მოპოვება". ლექციას კითხულობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების სახლის დამფუძნებელი ზაზა ცოტნიაშვილი. ლექცია იყო ძალიან საინტერესო.












ძალიან კარგი და საინტერესო ლექცია იყო. სასურველი იქნება თუ კიდევ ბევრ მსგავს ლექციას მოვისმენთ, რადგან სწორედ აქედან იწყება ჩვენი მომავლის განსაზღვრა და პირადად მე დამაფიქრა.
ReplyDeleteკარგია ბავშვები მსგავს ლექციებს რომ ესწრებიან. წარმატებები!
ReplyDeleteარაჩვეულებრივი ლექცია იყო, ყურადღებით უსმენდნენ ბავშვები, დიდი მადლობა დირექციას. იმედია, კიდევ იქნება მსგავსი შეხვედრები.
ReplyDeleteსაინტერესო საკითხია. კარგია რომ სკოლა ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე.
ReplyDeleteერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა, რასაც დავსწრებივარ.. მადლობა და წარმატებები
ReplyDeleteმიხარია არაფორმალური განათლების მიღება სკოლაშიც რომ შეუძლიათ ბავშვებს ასეთი ღონისძიებებით... წარმატებები
ReplyDelete