2018 წლის  31 მარტს, მკითხველთა კლუბი "ინტელექტი", შერონ დრეიპერის წიგნის, "გონების მიღმა" განსახილველად შეიკრიბა.
    შერონ დრეიპერის "გონების მიღმა" ამბავია პატარა გოგონაზე - მელოდიზე, რომელსაც ცერებრული დამბლა აქვს. მელოდის მეტყველება არ შეუძლია, არადა, მას ძალიან, ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი... ის ინკლუზიურ კლასში სწავლობს და ძალიან ხშირად უწევს კლასელების და მასწავლებლების მხრიდან დამაკნინებელი მოპყრობის ატანა. ეს არის ძალიან მამაცი ბავშვის სულის შემძვრელი, ლამაზი და სევდიანი ისტორია. ამბავი გოგონაზე, რომელმაც ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადალახა და საკუთარ თავსაც კი აჯობა. ეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვის პირველ პირში მოყოლილი და შეულამაზებლად მოთხრობილი ამბავია.
    თავისი აზრი გამოხატეს მოსწავლეებმა ესეებით. წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს.
    


    შერონ დრეიპერის "გონების მიღმა" მოგვითხრობს პატარა გოგონაზე  -  მელოდიზე. მას არ შეუძლია მეტყველება, გადაადგილება, კომუნიკაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მამაცია.
    ჩემი აზრით, არა მარტო მელოდის, არამედ უკლებლივ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც სათქმელი, რისი თქმაც არ შეგვიძლია და ძალიან, ძალიან დიდი ხნით ვინახავთ გულში, მასზე მხოლოდ გონების მიღმა ვსაუბრობთ. პირადად მე, ამ ნაწარმოებმა სხვა თვალით დამანახა უნარშეზღუდული ადამიანების ცხოვრება. მასწავლა, რომ შსმ პირი ზუსტად ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ და შეიძლება გაცილებით მეტის გაგება შეეძლოთ.
   ამ წიგნმა ბევრი ადამიანის გული მოიგო. მე მოვუწოდებ ყველას, დიდსა თუ პატარას, წაიკითხოს ეს წიგნი, რადგან ის 21-ე საუკუნის მწარე რეალობას ასახავს.

                                                                         თამარ აბაშიძე


     
   
ყველა ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავდება, აქვთ თავისებური შეხედულება მოვლენებსა და ფაქტებზე. შერონ დრეიპერის წიგნში საუბარია უნარშეზღუდულ ბავშვზე,რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
   სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრირება საჯარო სკოლებში გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი სიცოცხლით სავსენი არიან და ზოგჯერ, "ჩვეულებრივ ადამიანზე" მეტი უნარიც კი გააჩნიათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ამის უნიკალური მაგალითია მელოდი, რომელიც ვერ ახერხებს საუბარს, თუმცა ძალიან ნიჭიერია. დიდი სურვილის მიუხედავად, არავის ესმის მისი. მელოდი არ ნებდებოდა და გარშემომყოფების დახმარებით ბევრი რამის გაკეთება შეძლო.
  მელოდიმ დაანგრია სტერეოტიპი და მასწავლა საკუთარ პრობლემებთან შეჭიდება. მე მჯერა, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია.


              მარიამ დვალიშვილი






                                                                                                                                                       

Comments

  1. რა კარგი წიგნია,ძალიან მიხარია თქვენი მონდომება, ასეთი წიგნებით სწავლობენ ბავშვები ტოლერანტობასა და ემპათიას. არა მგონია, ვინმემ ემოციის გარეშე წაიკითხოს ეს წიგნი....

    ReplyDelete
  2. კარგი წიგნია და აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ.

    ReplyDelete
  3. უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ ასეთი წიგნებით რომ არიან ბავშვები დაინტერესებულნი. წარმატებები ბავშვებო!

    ReplyDelete
  4. იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, საჭიროა ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის მსგავსი ლიტერატურის აქტიურად განხილვა... წარმატებები კლუბს და მადლობა ემპათიის გრძნობის ბავშვობიდან გაღვივებისთვის...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog